კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური პოლიცია გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის’’ წინააღმდეგ

15 ივლისი, 2004

ფინანსური პოლიცია გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის’’ წინააღმდეგ

15 ივლისს გაზეთ ‘’ჯორჯიან თაიმსის’’ რედაქციაში ფინანსური პოლიცია შევიდა მისი ფინანსური საქმიანობის გასაცნობად, ბიუჯეტთან გაზეთის  ანგარიშსწორების დასადგენად. ხელმძღვანელობისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა,თუმცა მალევე გაჩნდა ვერსია,რომ აღნიშნული  ფაქტი თბილისის პროკურორს, ვალერი გრიგალაშვილს უკავშირდება,რომელსაც გაზეთში დაბეჭდილი სტატია არ მოეწონა და დაემუქრა გაზეთის ჟურნალისტს.

‘’ჯორჯიან თაიმსის’’ რედაქტორი გიორგი კაპანაძე ამ ფაქტს განიხილავს, როგორც მასმედიაზე განხორციელებულ ზეწოლას. იგი აპირებს, განცხადებით მიმართოს გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს. კაპანაძე გამორიცხავს  პროკურორისა და პრეზიდენტის დაინტერესებას გაზეთის დახურვასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მხოლოდ ვალერი გრიგალაშვილია დაინტერესებული გაზეთის საქმიანობის შეწყვეტით.

ფინანსური პოლოციის ხელმძღვანელობა იმთავითვე კატეგორიულად გამორიცხავს  ქალაქის პროკურორის  დაინტერესებას, ან ამ  ინციდენტში  მის მონაწილეობას.

ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ირაკლი პირველის განცხადებით, ‘’ჯორჯიან თაიმსი’’ წარმოადგენს ჩვეულებრივ მეწარმეს, იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობა ბიუჯეტის წინაშე. მას აქვს ინფორმაცია ბიუჯეტთან მიმართებაში არსებული დარღვევების შესახებ. ირაკლი პირველი აცხადებს, რომ ისინი ფინანსური პოლიციის მაკონტროლებელი ფუნქციიდან გამომდინარე შევიდნენ   რედაქციაში. იგი გამორიცხავს გაზეთის დახურვას, ან მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლას, მხოლოდ აცხადებს, რომ ფინანსური ინფორმაციის ამოღების შემთხვევაში ჩატარდება რევიზია და  დარღვევების აღმოჩენის შემდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.

 

ახალი ამბები