კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მირცხულავას საქმე სასამართლოში განიხილება

19 ივლისი, 2004

მირცხულავას საქმე სასამართლოში განიხილება

სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას მიმართ აღძრული საქმე გენერალურმა პროკურატურამ განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში   გააგზავნა. ყოფილ მინისტრს, რომლის მიმართ აღძრული საქმის გამოძიება 7 თვის მანძილზე გრძელდებოდა, ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რასაც ეთანადება 3-დან 8 წლამდე პატიმრობა, თაღლითობაში მონაწილეობა (5-დან 10 წლამდე პატიმრობა) და დოკუმენტის მისაკუთრება (1 წლამდე პატიმრობა). საბრალდებო დასკვნის თანახმად, მირცხულავამ მონაწილეობა მიიღო სომხური ენერგოკომპანიების მიმართ 6 მლნ. 700 ათასი აშშ დოლარის დავალიანების აღიარებასა და ამ თანხის შუამავალი კომპანიისთვის გადარიცხვაში. თანხა ადრესატამდე არ მისულა და საქართველოს სომხეთის ვალი დარჩა. მირცხულავა თავს არ ცნობს დამნაშავედ და სადავო თანხის გადახდას არ აპირებს. მან საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა.

ახალი ამბები