კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია შეიჭრა დამოუკიდებელ გაზეთში

21 ივლისი, 2004

საქართველო: პოლიცია შეიჭრა დამოუკიდებელ გაზეთში

2004 წლის 20 ივლისი, ნიუ-იორკი - თბილისის ფინანსური პოლიცია შეიჭრა „ჯორჯიენ ტაიმს“ - ის ოფისში მას შემდეგ, რაც ყოველკვირეულმა დამოუკიდებელმა გაზეთმა დაბეჭდა სერიოზული სტატია პროკურორის მიერ გარკვეული ქონების შეძენის შესახებ.

4 ივლისს ფინანსურმა პოლიციამ „კონფისკაცია გაუკეთა გაზეთის ერთი წლის საბუღალტრო დოკუმენტებს ჩხრეკის ორდერის გარეშე“.

პოლიცია შეიჭრა გაზეთის ოფისში (რომელსაც გააჩნია როგორც ქართული, ასევე ინგლისური გამოცემა), როდესაც თანამშრომლები ამზადებდნენ მომდევნო ქართულ გამოცემას. როგორც გაზეთის ადვოკატი იასონ ბესელია ამბობს, პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი იძიებდნენ გაზეთის ფინანსურ დარღვევებს.

პოლიცია მას შემდეგ შეიჭრა გაზეთში (www.geotimes.ge ), რაც აღნიშნულმა გაზეთმა გამოქვეყნა სტატიები იმის თაობაზე თუ როგორ შეიძინა ვალერი გრიგალაშვილმა, თბილისის პროკურორმა სახლი და მანქანა.

ნანა გაგუას, ერთ-ერთი ჟურნალისტის განცხადებით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვალერი გრიგალაშვილთან მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა 22 აპრილის გამოცემა. „ის ძალიან გაბარაზებული იყო და თქვა, რომ ჩვენზე ოპერატიულ ინფორმაციას შეაგროვებდა. ამის შემდეგ, გასულ კვირას ჩვენს ოფისში მოვიდა ფინანსური პოლიცია და განაცხადა, რომ ფლობდნენ ოპერატიულ ინფორმაციას გარკვეული ფინანსური დარღვევების შესახებ“.

CPJ -ის მრავალმჯერადი მცდელობა, დაკავშირებოდა გრიგალაშვილს წარუმატებელი აღმოჩნდა.

თუმცა პრესის თავისუფლების მდგომარეობა გაუმჯობესდა საქართველოში 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენების შემდეგ, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ოფიციალური პირები ზოგჯერ იყენებენ მთავრობის ადმინისტრაციულ ძალაუფლებას ოპონენტებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.

„რთულია კონკრეტული მტკიცებულების მოძიება (რომ ჯორჯენ თაიმზში შეჭრა პოლიტიკური მოტივით იყო გამოწვეული)“ - განაცხადა რადიო თავისუფლების  თბილისის კორესპონდენტმა.

CPJ არის ნიუ-იორკის დამოუკიდებული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს პრესის თავისუფლების დასაცავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში მას-მედიის თავისუფლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.cpj.org

ახალი ამბები