კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

30 ივლისი, 2004

პარლამენტში ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

თბილისი. 28.07.04. მედია-ნიუსი. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოში კანონის უზენაესობის სფეროში მოღვაწე ახალი მისიის ხელმძღვანელი სილვი პანთასი მიიღო.

აღნიშნულ მისიას მიენიჭა ერთწლიანი მანდატი და მისი მუშაობის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას იმ გადაუდებელი ამოცანების გადაჭრაში, რომელიც სისხლის სამართლის სისტემაში არსებობს.

როგორც „მედია ნიუსთან“ საუბრისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარლამენტი მისიის მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება. სექტემბერში პარლამენტის იურიდიული და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრები მისიის ექსპერტებს შეხვდებიან; განიხილება მისიის მუშაობის საკითხები.

დავით ბაქრაძემ მიიღო აგრეთვე ევროკავშირის ექსპერტი ჯეფ ვუდი, რომელიც პარლამენტის დახმარების პროგრამას კურირებს. შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტში ევროკავშირის საინფორმაციო და პარლამენტში შესული კანონპროექტების მონიტორინგის ცენტრების გახსნის საკითხები.

ახალი ამბები