კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა შენგელიას ჟურნალისტებმა პროკურატურაში უჩივლეს

30 ივლისი, 2004

კახა შენგელიას ჟურნალისტებმა პროკურატურაში უჩივლეს

თბილისი. 28.07.04. მედია-ნიუსი. გაზეთ „ხვალინდელი დღის“ ყოფილმა შვიდმა ჟურნალისტმა გაზეთის გამომცემლის კახა შენგელიას წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ისინი მოითხოვენ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ (მოსამართლე გიორგი საბიაშვილი) 2004 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, შვიდივე თანამშრომელს გაზეთის სახელფასო დავალიანებიდან დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეს 3 თვის ხელფასი - სულ 5227 ლარი.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღემდე არ არის აღსრულებული.

ჟურნალისტებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი კახა შენგელიას წინააღმდეგ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 2003 წლის 17 ივლისს შეიტანეს. 2004 წლის 22 მარტს სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა. გაზეთის ყოფილი თანამშრომლები შენგელიას ბრალს სდებენ არასწორ სამეწარმეო საქმიანობაში, საბუღალტრო დარღვევებსა და რეალური ქონების დამალვაში.

ახალი ამბები