კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური ავტონომიის პრინციპებით დარღვევაა

2 აგვისტო, 2004

აჭარაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური ავტონომიის პრინციპებით დარღვევაა

თბილისი.29.07.04.მედია-ნიუსი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაკომპლექტების წესი საქართველოს პარლამენტის მიერ აჭარის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მისი შეცვლის უფლება არ ჰქონდა, - აცხადებს საკონსტიტუციო საკითხების ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.

ეს ცვლილებები კი, მისი აზრით, არასწორია და არა მხოლოდ პოლიტიკური ავტონომიის, არამედ თვითმართველობის პრინციპსაც არღვევს.

„თვითმართველობის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები თავიანთ მმართველობას წარმომადგენლობითი ორგანოს. ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს მეშვეობით ახორციელებენ. პარლამენტის მიერ მიღებული აჭარის მთავრობის დამტკიცების ახალი ჭესის მიხედვიტ კი, სწორედ ეს პრინციპი ირღვევა,“- აცხადებს ექსპერტი.

როგორც ცნობილია, აჭარაში უმაღლესმა საბჭომ 28 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტთან შეთანხმებით მთავრობის წევრებს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინეს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე. კანდიდატების ორჯელ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კი, პრეზიდენტს საბჭოს დათხოვნის უფლება აქვს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის თანამდებობის, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სახალხოს კრების გაუქმებას, ხმალაძის აზრით, პირველი ორის გაუქმება აბსოლუტურად სწორია, რომ აღარაფერი ვთქვათ სახალხო კრებაზე, რომელიც სრულიად გაუგებარი წარმონაქმნია.

ახალი ამბები