კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობაში ტუბერკულოზი ვრცელდება

2 აგვისტო, 2004

პანკისის ხეობაში ტუბერკულოზი ვრცელდება

თბილისი. 29.07.04. მედია-ნიუსი. პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს ტუბერკულოზის გავრცელების საშიშროება ემუქრება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხშირია ამ დაავადების შემთხვევები ბავშვებში, ხოლო მათი მკურნალობის, შემდგომი რეაბილიტაციის, სათანადო კვებით უზრუნველყოფის საშუალება ოჯახების უმეტესობას არ აქვს. მითუმეტეს, რომ ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილებიცაა შესახლებული, რომელთა ცხოვრების პირობები არც ერთ ნორმას, მათ შორის სანიტარულს, არ აკმაყოფილებს.

ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში სააგენტო „მედია-ნიუსს“ აცნობეს, რომ ტუბერკულოზი გავრცელებულია ბავშვებში, მაგრამ არის ამ დაავადების ჩეჩნეთიდან შემოტანის შემთხვევებიც. ყველა დაავადებული აღრიცხვაზეა აყვანილი.

ჩეჩენ ლტოლვილთა დიდ ნაწილს არც წამლების და არც რენტგენის ფირის თანხა არ გააჩნია.

უფრო მწვავეა მკურნალობის შემდგომი, სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც ყველა ტუბერკულოზით დაავადებულმა უნდა გაიაროს. ამისთვის საჭიროა სათანადო კვება, ცხოვრების პირობები, საკურორტო მკურნალობა. ამას ჩეჩენი ლტოლვილები მოკლებულნი არიან, რაც ტუბერკულოზის გამწვავების დიდ საშიშროებას ქმნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტაგ“-ის მონაცემებით, პანკისის ხეობაში ტუბერკულოზის გავრცელებას ეპიდემიური ხასიათი არ მიუღია. იქ შარშან გამოკვლეული 3400 ჩეჩენი ლტოლვილიდან ტუბერკულოზი მხოლოდ 15-ს აღმოაჩნდა, მათ შორის ცხრა ბავშვი იყო. აქედან ორი შემთხვევა ძველი, შემოტანილი იყო.

ახმეტის რაიონის ცხრა სოფელში ყოველწლიურად ტუბერკულოზის კაბინეტში 20-25 ახალი ავადმყოფი აღირიცხება. „ტაგ“-ის ინფორმაციით, ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისით, პანკისის ხეობა საქართველოს სხვა რეგიონებისგან მაინცდამაინც არ გამოირჩევა.

ახალი ამბები