კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტრომ დამნაშავე პოლიციელები დასაჯა

4 აგვისტო, 2004

 

 

შს სამინისტრომ დამნაშავე პოლიციელები დასაჯა

 

თბილისი. 03.08.04. მედია ნიუსი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ახალი თაობის“, „ალიას“, „რეზონანსისა“ და „კვირის პალიტრის“ სტატიების - „პოლიცია პატიმრებს კვლავ აწამებს“, „ღამის დევნა გამომძალველ პოლიციელებზე“, „პოლიციამ წამებით ორი კაცი მოკლა“ და „როცა ჩვევა რჯულზე უმტკიცესია“, ირგვლივ შსს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რის შედეგადაც:

 

- გიორგი ინასარიძის თავის ჩამოხრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, შსს დროებითი დაკავების იზოლატორის სამორიგეო სამსახურის მორიგე ინსპექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი რობიზონ დუღაძე, ამავე იზოლატორის უზრუნველყოფის ჯგუფის პოლიციელები: პოლიციის უმცროსი სერჟანტი ფრიდონ პატარიძე და პოლიციის რიგითი შენგელი მამულაშვილი დათხოვნილი იქნენ შს ორგანოებიდან, ხოლო ამავე იზოლატორის უფროსი, პოლიციის მაიორი კახაბერ ტარუღიშივილი ჩამოქვეითდა დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურებრივი შემოწმების მასალები დასკვნის ასლთან ერთად, სამართლებრივი შეფასებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაიგზავნა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურატურაში.

 

- ხვიჩა კვირიკაშვილის გარადაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს III განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი როლანდ მინაძე დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან; ამავე განყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იური მიქანაძე ჩამოქვეითდა დაკავებული თანამდებობიდან და განყოფილების უფროსის მოადგილეს, კრიმინალური პოლიციის ხაზით, პოლიციის უფროს ლეიტენანტ პაატა ტატუნაშვილსა და სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსს, პოლიციის მაიორ ჯემალ სანაიას გამოეცხადათ სასტიკი საყვედურები. სამსახურებრივი შემოწმების მასალები დასკვნის ასლთან ერთად, სამართლებრივი შეფასებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაიგზავნა თბილისის პროკურატურაში.

 

- გიორგი ლობჟანიძემ ახსნა-განმარტების მოცემაზე უარი განაცხადა და არც ოქმს მოაწერა ხელი, რის გამოც სამსახურებრივი შემოწმების მასალები ჩამოიწერა საქმეში.

 

- მიხეილ ტალოევზე ფულის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის შს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და გამოძალვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი იროდი მანაგაძე და ამავე განყოფილების ინსპექტორები, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გიორგი ნაზღაიძე და პოლიციის ლეიტენანტი ალექსანდრე ჭუმბურიძე დათხოვნილი იქნენ შს ორგანოებიდან. სამსახურებრივი შემოწმების მასალები დასკვნის ასლთან ერთად, სამართლებრივი შეფასებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაიგზავნა გენერალურ პროკურატურაში.

 

- კახა მელიქიძეზე პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები ცნობის ასლთან ერთად, სამართლებრივი შეფასებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

 

- გოჩა ჯანელიძეზე პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, 2004 წლის 19 მარტს წყალტუბოს რაიონულ პროკურატურაში გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.

 

- კახა ყიფიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2004 წლის 6 მაისს, განსახილველად წარიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

- ბესარიონ ონიანზე პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, 2004 წლის 29 მარტს სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.

 

- თენგიზ მიქაიაზე პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, 2004 წლის 2 მაისს მარტვილის რაიონულ პროკურატურაში გამოტანილი იქნა დაგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.

 

- ბონდო თუთაშვილის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და, შესაბამისად, მათ მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

- აკაკი აბზიანიძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2004 წლის 10 ივნისს, განსახილველად წარიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ახალი ამბები