კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო გაზეთის“ მთავარ რედაქტორს არასამთავრობოებიც გამოესარჩლნენ

4 აგვისტო, 2004

 „სახალხო გაზეთის“ მთავარ რედაქტორს არასამთავრობოებიც გამოესარჩლნენ

გორი.03.08.04.მედია-ნიუსი. გორში გამომავალი „სახალხო გაზეთის“ მთავარი რედაქტორის რევაზ ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა ქალაქში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რევაზ ოქრუაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ რედაქტორი სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს.

აქციის მონაწილეების თქმით, რევაზ ოქრუაშვილის დაკავება არა ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას, არამედ მის საქმიანობას და „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ სტატიებს უკავშირდება.

საპროტესტო აქციას თავისუფლების ინსტიტუტისა და „კმარას“ წევრებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ოქრუაშვილი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 2 აგვისტოს  დააკავეს. ჩხრეკისას მას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.


ახალი ამბები