კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უშიშროების სპეცრაზმი ჩეჩნებს სასტიკად გაუსწორდა

5 აგვისტო, 2004

უშიშროების სპეცრაზმი ჩეჩნებს სასტიკად გაუსწორდა

2004 წლის 4 აგვისტოს წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჩაატარა ოპერაცია პანკისში ჩეჩენი დევნილების წინააღმდეგ, კერძოდ სოფლებში დუისი, ჯოყოლა  და ხალაწანი.

აღნიშნული სპეცოპერაციის დროს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმელებმა განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს ჩეჩენი ქალების მიმართ. კერძოდ, სასტიკად სცემეს 14 ჩეჩენი ქალი; 12 იმავე დღეს მიიყვანეს ახმეტის საავადმყოფოში, აქედან ოთხს აღმოაჩნდა ტვინის შერყევა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო ფეხმძიმედ.

მიღებული ინფორმაციით ჩეჩენი ქალები სპეცრაზმელებმა დააჩოქეს და ისე სცემეს ავტომატის კონდახით.

გარდა ამისა სპეცრაზმელებმა დააკავეს ოცამდე ჩეჩენი ეროვნების ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა მოგიანებით განთავისუფლებული იქნა, ხოლო ოთხი მათგანი, კერძოდ, ჰასან ოქიევი, იახშირ სალამი, ვახტანგ მარგოშვილი და ალექსანდრე ბურჩაშვილი ნარკოტიკების რეალიზაციაში არიან ეჭვმიტანილები.

ახალი ამბები