კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსთა სამინისტრო სახალხო დამცველის სამხარეო ოფისების დაფინანსებას არ აპირებს

6 აგვისტო, 2004


ფინანსთა სამინისტრო სახალხო დამცველის სამხარეო ოფისების დაფინანსებას არ აპირებს

თბილისი. 05.08.04. მედია-ნიუსი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც გაზრდილ ბიუჯეტს განიხილავდნენ, სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსებაზეც იმსჯელეს.

ამ საკითხმა სხდომაზე კამათი გამოიწვია. კომიტეტების თავმჯდომარეები და ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

პარლამენტარმა ნაზი არონიამ სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. ლაპარაკია სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებზეც, რომლებიც თავის დროზე გაერომ დააფინანსა.

ნაზია არონიას განცხადებით, რეგიონული ოფისების არსებობა მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია.

კომიტეტების სხდომას ესწრებოდა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ლომსაძეც. მისი განცხადებით, სამხარეო ოფისებს დახურვის საფრთხე ემუქრება და იმისათვის, რომ ოფისების დაფინანსების 4-წლიანი პროგრამა გაერომ კვლავაც განახორციელოს, სახელმწიფომ მინიმალური თანხა მაინც უნდა გამოყოს და მათ უნდა დაინახონ სახელმწიფოს ნება სახალხო დამცველის აპარატის სამხარეო რეგიონების არსებობასთან დაკავშირებით.

„რეგიონული ოფისები გაეროს თანხებით შეიქმნა. ოფისებში უკვე არსებობს სხვადასხვა ინვენტარი, მათ შორის, კომპიუტერები. იმისათვის, რომ ახალი პროგრამის განახლებამდე მიღწეული დონე შევინარჩუნოთ, სახელმწიფოსგან ელემენტარული თანხებია საჭირო“, - აღნიშნა თემურ ლომსაძემ.

პარლამენტარ გიგა ბოკერიას აზრით, სახალხო დამცველის აპარატი, პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და იგი მკვდარია. „სახელმწიფომ სახალხო დამცველის აპარატი მას შემდეგ უნდა დააფინანსოს, რაც ეს უწყება, პრაქტიკულად, ხელახლა შეიქმნება“ - აცხადებს ბოკერია.

თავად ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, სახელმწიფო დამცველის აპარატს მისი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ დააფინანსებს. რაც შეეხება სამხარეო ოფისებს, მომავალში მათი არსებობის საკითხი გადასაწყვეტია და ამ ეტაპზე კი სახელმწიფო „არასამთავრობოების მიერ შექმნილ ოფისებს არ დააფინანსებს“.

ახალი ამბები