კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ხელისუფლებისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

10 აგვისტო, 2004


ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ხელისუფლებისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ახმეტა. 10.08.04. მედია ნიუსი. პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ხელისუფლებისაგან ბოდიშის მოხდასა და მორალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ათამდე ქალი სოფელ დუისში მესამე დღეა შიმშილობს.

როგორც „მედია ნიუსს“ დუისის გამგებელმა ჯარაფ ხანგოშვილმა განუცხადა, ვიდრე ხელისუფლება მოშიმშილეებს ბოდიშს არ მოუხდის, ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინათ ქართველმა სამართალდამცავებმა პანკისის ხეობის სოფლებში სპეცოპერაცია ჩაატარეს; დააკავეს დანაშაულში ეჭვმიტანილი 12 ლტოლვილი, თუმცა ისინი რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ გაათავისუფლეს. სპეცოპერაციის დროს სასტიკად სცემეს რამოდენიმე ჩეჩენი ქალი.

ჩეჩნებს მიაჩნიათ, რომ ქართველი სამართალდამცავები მათ ბინებში უკანონოდ შეიჭრნენ და აღნიშნული სპეცოპერაციაც უკანონო იყო.

ჯარაფ ხანგოშვილის ინფორმაციით, ჩეჩენ ლტოლვილთა ექვსმა ოჯახმა გაეროს ლტოლვილთა ადგილობრივი მისიის წარმომადგენლობას მესამე ქვეყანაში გადასახლების მოთხოვნით მიმართა.

ახალი ამბები