კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა კაკაბაძე ხელისუფლებას მისი ორგანიზაციის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

11 აგვისტო, 2004

ნანა კაკაბაძე ხელისუფლებას მისი ორგანიზაციის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

თბილისი. 10.08.04. მედია ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ  ციხეში სპეციალური ბრძანებულებით დაშვებულ 21 პირს შორის ვერ მოხვდა.

„ველოდი ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პატიმართა უფლებების დარღვევის ყველა ის ფაქტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გახდა ცნობილი, ჩვენი გამოვლენილია. მათ შორისაა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წამების ამბავი, გიორგი ინასარიძის გარდაცვალების ფაქტი წინასწარი დაკავების იზოლატორში და პოლიციელთა ცემის შედეგად ხვიჩა კვირიკაშვილის გარდაცვალება. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავეცით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პოლიციაში 100-მდე ნაწამები ადამიანის სია“, - განუცხადა ნანა კაკაბაძემ სააგენტო „მედია ნიუსს“.

ნანა კაკაბაძის აზრით გასაკვირი არ არის, რომ დემოკრატიული ლოზუნგებით მოსული არადემოკრატიული ხელისუფლება ვერ ეგუება მისი ორგანიზაციის მოქმედებას. „ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს დაპირისპირება უფრო რთულ ფორმებშიც გადაიზრდება“ - ვარაუდობს კაკაბაძე.

ახალი ამბები