კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში 200-მდე არასრულწლოვანი გოგონა პროსტიტუციაშია ჩაბმული

17 აგვისტო, 2004

თბილისში 200-მდე არასრულწლოვანი გოგონა პროსტიტუციაშია ჩაბმული


თბილისი.16.08-04.მედია-ნიუსი. თბილისში გლდანის დასახლებაში მიღების, ორიენტაციისა და პროფილაკტიკის ცენტრში ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით დარეგისტრირდა 1.531 არასრულწლოვანი, რომლებიც ძირითადად დანაშაულისკენ მიდრეკილნი და სხვადასხვა მავნე უნარ-ჩვევის მატარებელი არიან.
არასრულწლოვანთა შორის არიან თბილისელები და რეგიონებიდან ჩამოსულებიც.
მათ შორის, სტატისტიკის მიხედვით, 426 გოგონაა, ხოლო 1.105 ვაჟი. არასრულწლოვანთა შორის (გოგო-ბიჭები) 80 % ტოქსიკომანი და სხვადასხვა დანაშაულისკენ მიდრეკილია, ხოლო 200-მდე გოგონა (გოგონათა შორის 40 %)
კერძო სასტუმროებსა და საუნებში პროსტიტუციით არის „დასაქმებული“.
როგორც ამ ცენტრის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ციცო კიკალიშვილი აცხადებს, ქუჩაში დარჩენილი გოგონები 9-10 წლის ასაკიდან მეძავეობას იწყებენ. არასრულწლოვან მეძავ გოგონათა საშუალო ასაკია 9-დან 18 წლამდე.
„ჩვენი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ამ კატეგორიის არასრულწლოვანთა მშობლები ხშირ შემთხვევაში ინფორმირებულნი არიან შვილების მსგავსი ქმედებით, თუმცა მძიმე სოციალურ-მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავის მართლებას ცდილობენ“,-განაცხადა კიკალიშვილმა.
ცნობისათვის ეს სტატისტიკური კვლევები 2001 წლიდან 2004 წლის მაისის ჩათვლით ჩატარდა.

ახალი ამბები