კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლო დავით მირცხულავას საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

17 აგვისტო, 2004

ევროსასამართლო დავით მირცხულავას საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს


თბილისი.16.08-04.მედია-ნიუსი. ევროპის სასამართლომ სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას საჩივრის მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას პირველი რეკომენდაცია გამოუგზავნა,რომლითაც მირცხულავას საავადმყოფოში მოთავსებას მოითხოვს,- განუცხადა სააგენტო „მედია-ნიუსს“ მირცხულავას ადვოკატმა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ევროსასამართლო ორი თვის წინათ მიღებულ მირცხულავას სარჩელს, სავარუდოდ, სექტემბერში განიხილავს, მანამდე კი, პრევენციული ღონისძიების სახით, იუსტიციის სამინისტროს მირცხულავას საავადმყოფოში გადაყვანა დაავალა.
ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს ვადა 16 აგვისტოს ჩათვლით აქვს.
ბესელიას თქმით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მირცხულავას თბილისის №7 საპყრობილიდან თბილისის №1 საპყრობილეში გადაყვანა და იქ სამედიცინო ნაწილში მოთავსება შესთავაზა, რაზეც პატიმარმა უარი განაცხადა.
ადვოკატი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებულია, მირცხულავა, უკიდურეს შემთხვევაში, ციხის რესპუბლიკის საავადმყოფოში მაინც გადაიყვანოს.

მირცხულავას საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოდან ბესელიასთვის გამოგზავნილი წერილით მოსარჩელის ადვოკატს დამატებითი დოკუმენტაციის გაგზავნა მოსთხოვეს.
სტრასბურგში 16 აგვისტოს გაიგზავნა დოკუმენტაცია მირცხულავას ონკოლოგიურ ავადმყოფობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ადვოკატმა სასამართლოში წერილი გააგზავნა, სადაც მირცხულავას ამჟამინდელი პირობებია აღწერილი. ბესელიას თქმით, ეს პირობები ძალიან მძიმეა.

ახალი ამბები