კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით მირცხულავა კომფორტულ ოთახშია მოთავსებული

23 აგვისტო, 2004

დავით მირცხულავა კომფორტულ ოთახშია მოთავსებული

თბილისი. მედია-ნიუსი. სათბობ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, რომელიც თბილისის #7 საპყრობილეში იმყოფება, სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებს და მისი მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებშიც,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრომ ეს განცხადება მირცხულავს ადვოკატის ეკა ბესელიას საწინააღმდეგოდ გააკეთა. ადვოკატის ინფორმაციით, მირცხულავა #7 საპყრობილის ერთ-ერთ საკანში ცუდ პირობებში იმყოფება და ევროსასამართლოს მითითების მიუხედავად, არ გადაჰყავთ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

იუსტიციის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მირხცულავა ცუდ პირობებში იმყოფება. პატიმარი თბილისის #7 საპყრობილის არა საკანში, არამედ სამედიცინო ნაწილის სუფთა, ფანჯრიან ოთახში მოათავსეს, სადაც მას აქვს ტელევიზორი, მაცივარი, მუდმივი წყალი და ყველა საჭირო პირობა ნორმალური ცხოვრებისათვის,- ნათქვამია განცხადებაში.

დავით მირცხულავას ადვოკატმა ევროსასამართლოს 27 ივლისს მიმართა, რომელშიც მიუთითა, რომ მირცხულავა თბილისის #7 საპყრობილეში უმძიმეს პირობებშია და მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება.

5 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოდან მირცხულავას ციხის საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე სარეკომენდაციო წერილი მიიღო.

აღნიშნული წერილის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში გააგზავნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მირცხულავას შესთავაზეს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თბილისის #1 საპყრობილის სამედიცინო ნაწილში გადაყვანა, რაზეც მან უარი განაცხადა და თბილიის #7 საპყრობილის სამედიცინო ნაწილში დარჩენა ითხოვა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს შესთავაზა, მათი წარმომადგენლის მეშვეობით თავად მოინახულონ მირცხულავას ადგილსამყოფელი.


 

ახალი ამბები