კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწისძვრით დაზარალებულები საპროტესტო აქციისათვის ემზადებიან

25 აგვისტო, 2004

მიწისძვრით დაზარალებულები საპროტესტო აქციისათვის ემზადებიან

თბილისი. 25.08.04. მედია-ნიუსი. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა ერთი ნაწილი სექტემბრის თვეში სახელმწიფო კანცელარიის წინ ფართომასშტაბიანი აქციისათვის ემზადება.

ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათთვის თბილისის ბიუჯეტში გათვალისწინებული 15 მლნ ლარიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება.

როგორც თბილისის მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული თანხიდნ 9 მლნ ლარი მოხმარდება მაღლივი კორპუსების აღდგენას, ხოლო 6 მლნ. გადანაწილდება თბილისის რაიონულ გამგეობებზე დაბალსართულიანი შენობების სარეაბილიტაციოდ.

მიწისძვრით დაზარალებულთა მტკიცებით კი, გამგეობებს არც ერთი თეთრი არ მიუღიათ, არ შექმნილა გამგეობებში მიწისძვრით დაზარალებულთა საბჭოები, რომელთაც უნდა გააკონტროლონ თანხების ხარჯვა.

თბილისის პრემიერის მოადგილე თემურ ქურხული აცხადებს, რომ თბილისის რაიონული გამგეობებისათვის მიწისძვრით დაზარალებული დაბალსართულიანი სახლების სარეაბილიტაციო თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებულია და მას მიზნობრივად დახარჯავენ.

რაც შეეხება მიწისძვრით დაზარალებულთა სამეთვალყურეო საბჭოებს, ამის შესახებ გამგეობების ხელმძღვანელები გაფრთხილებულნი არიან და თავად მიწისძვრით დაზარალებულთა შორის კანდიდატების შერჩევის პროცესში წარმოშობილი უთანხმოება იწვევს სამეთვალყურეო საბჭოების შექმნის შეფერხებას.

ახალი ამბები