კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის ომბუდსმენი თბილისის მერიას აკრიტიკებს

26 აგვისტო, 2004

აფხაზეთის ომბუდსმენი თბილისის მერიას აკრიტიკებს

მედია-ნიუსი. აფხაზეთის ომბუდსმენი მურმან ჩხოტუა სასტუმრო „ივერიიდან“  აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გამოსახლების პროცესს ნაჩქარევად მიიჩნევს.

მისი თქმით, თბილისის მთავრობის მიერ დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა მისაღებია, მაგრამ ამისათვის დევნილების სასაწრაფო წესით გამოსახლება არ იყო საჭირო.

ჩხოტუამ „ივერიაში“ მცხოვრებ დევნილთა ჯგუფი თავიანთი უფლებების დასაცავად სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელ თემურ ლომსაძეს შეახვედრა. მომზადდა შუამდგომლობა ქალაქის მთავრობის სახელზე, რომელიც შემდგომში გაითვალისწინებს ამ ჯგუფის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს.

ჩხოტუას თქმით, აფხაზეთიდან დევნილების ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ამ ფაქტის გამო ატეხილი აჟიოტაჟის გამო ბინებზე ფასებმა აიწია და მერიის მიერ გაცემული თანხა საკმარისი არ არის.

აფხაზეთის ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ ქალაქის მთავრობას ეს საკითხი უფრო მშვიდ ვითარებაში უნდა მოეგვარებინა.

როგორც ცნობილია, თბილისის მთავრობამ გერმანელ ინვესტორებს, კომპანიებს „ჰეიეტსა“ და „კემპინსკის“ სასტუმრო „ივერია“ უკვე გადასცა. ისინი სავარაუდოდ  ხუთვარსკვლავიან შენობას ააშენებენ.

ახალი ამბები