კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის საკონსულომ ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა

26 აგვისტო, 2004

რუსეთის საკონსულომ ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა

მედია-ნიუსი. რუსეთის საკონსულომ საქართველოში 19 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებზე ტურისტული ვიზის გაცემა დროებით შეაჩერა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს პროცესი თბილისში, რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირდება.

როგორც სააგენტო „მედია-ნიუსს“ საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მეორე მდივანმა ევგენი ივანოვმა განუცხადა, საკონსულომ ვიზებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მიღება დროებით შეზღუდა, რაც უახლოეს დღეებში აღდგება.

ივანოვის თქმით, შეზღუდვა საელჩოსთან მიმდინარე აქციას არ უკავშირდება, თუმცა საპროტესტო აქცია უარყოფითად მოქმედებს საელჩოს თანამშრომლების მუშაობაზე.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მათ მიერ გაგზავნილ ნოტაზე, მოეხდინათ რეაგირება აქციასთან დაკავშირებით, მიიღეს პასუხი რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე აქციასთან კავშირი არ აქვს.

„საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, ან არ შეუძლია აღნიშნული საკითხის მოგვარება. ამით კი ირღვევა საერთაშორისო ნორმებით დაწესებული ურთიერთთანამშრომლობის მოქმედების პრინციპი დიპლომატიურ კორპუსთან“,- აღნიშნა ივანოვმა.

როგორც ცნობილია, 18 აგვისტოს რუსეთის საელჩოსთან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნის ინტერნეტ-აქცია დაიწყო, რაზეც საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა.

ახალი ამბები