კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო კათედრებთან დაკავშირებით კანონპროექტი მზადდება

30 აგვისტო, 2004

სამხედრო კათედრებთან დაკავშირებით კანონპროექტი მზადდება

მედია ნიუსი. საქართველოს პარლამენტი პირველსავე საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ.

კანონპროექტი პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა, რომლის თანახმადაც, სამხედრო სავალდებულო სამსახური 18 თვის ნაცვლად 12-ით განისაზღვრა.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით კირკიტაძემ განაცხადა, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, სამხედრო სამსახური უმაღლესდამთავრებული პირებისათვის განსაზღვრული იყო 6 თვით, იგი 12 თვით შეიცვალა.

დავით კირკიტაძის თქმით, მზადდება კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უნდა შეიცვალოს სწავლების მეთოდი სამხედრო კათედრებზე. თუ ეს მეთოდი არ გაამართლებს, დადგება სამხედრო კათედრების გაუქმების საკითხი.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში კი, ის პირები, რომლებიც სამხედრო კათედრებს გაივლიან, მათზე სამხედრო სავალდებულო სამსახური არ ვრცელდება.

ახალი ამბები