კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრთა კაბინეტთან შესაძლოა ეთნიკურ უმცირესობათა სამსახური შეიქმნას

31 აგვისტო, 2004

მინისტრთა კაბინეტთან შესაძლოა ეთნიკურ უმცირესობათა სამსახური შეიქმნას

თბილისი.30.08.04.მედია-ნიუსი. თბილისსა და რეგიონებში შესაძლოა რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებზე მომუშავე საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნას; აგრეთვე მინისტრთა კაბინეტთან ჩამოყალიბდეს ეთნიკურ უმცირესობათა მაკონტროლებელი სამსახური.

რელიგიური და ეთნიკური უმცირესობათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელება საქართველოში, - ამ თემაზე გაიმართა სახალხო დამცველის ოფისში ერთდღიანი სემინარი, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სახალხო დამცველის აპარატი და ეუთოს მისიის წარმომადგენლობა საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ლომსაძე, ეუთოს მისიის წარმომადგენელი ირის მუტი, ეროვნული უშიშროების  საბჭოს მრჩეველი ალექსანდრე ნალბანდოვი, სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში რელიგიური უმცირესობების და მათი სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე, რელიგიური ექსტრემიზმისა და მის გამომწვევ მიზეზებზე.

ახალი ამბები