კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თენგიზ ასანიძეს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 340 ათასი ევრო გადაუხადა

7 სექტემბერი, 2004

თენგიზ ასანიძეს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 340 ათასი ევრო გადაუხადა

მედია-ნიუსი. პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ყოფილმა პატიმარმა თენგიზ ასანიძემ, მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, 340 ათასი ევრო მიიღო. თანხა მოიცავს საკომპენსაციოდ გათვალისწინებულ 155 ათას ევროს, რასაც ვადაგადაცილების პროცენტული განაკვეთები დაემატა. თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

როგორც  ცნობილია, თენგიზ ასანიძე, მიუხედავად პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ შეწყალებისა, თითქმის ცხრა წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი უშიშროების სამინისტროს იზოლატორში დაპატიმრებული იყო. იგი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, წლეულს გაზაფხულზე გათავისუფლდა.

თენგიზ ასანიძის განცხადებით, საკომპენსაციო თანხის ნაწილს ოჯახს მოახმარს, ხოლო დანარჩენს - ინვესტიციის სახით ბათუმის თამბაქოს ქარხანაში ჩადებს.

თენგიზ ასანიძე  პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ბიზნესს დაუბრუნდა. იგი ბათუმის თამბაქოს ქარხნის ერთ-ერთი  მეწილეა.

ახალი ამბები