კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ჩეჩენი ლტოლვილების პოლიციაში ცემას აპროტესტებენ

8 სექტემბერი, 2004

არასამთავრობოები ჩეჩენი ლტოლვილების პოლიციაში ცემას აპროტესტებენ

თბილისი.08.09.04. მედია ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წევრები თბილისში ჩეჩენი ლტოლვილის რუსტამ  ანზოროვის დაკავებისა და წამების ფაქტს აპროტესტებენ.

როგორც ამ საკითხისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ჩეჩენი ლტოლვილი 24 აგვისტოს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც იგი ვაკე-საბურთალოს რაიონულ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პრესკონფერენციაზე დაკავებულის ადვოკატმა ტარიელ ჩოჩიშვილმა წარმოადგინა ანზოროვის წამების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა და ფოტოები.

რუსტამ ანზოროვს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალი წაუყენეს, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად უშიშროების სამინისტროს გადასცა.

ადვოკატის თქმით, ასეთი კატეგორიის დანაშაულს კანონის თანახმად პროკურატურა უნდა იძიებდეს და არა უშიშროების სამინისტრო.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ რუსტამ ანზოროვისათვის შეფარდებული წინასწარი სამთვიანი პატიმრობა დაცვის მხარემ თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.

ადვოკატი ჩოჩიშვილი აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს სასამართლომ გაურკვეველი მიზეზით შეაფერხა საქმის გადაგზავნა საოლქო სასამართლოში. ამასთან, შესაძლოა, ბრალდებული საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას გადასცეს.

გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით კი, ბოლო თვეების მანძილზე ხელისუფლებამ შვიდი ჩეჩენი ლტოლვილი გადასცა რუსეთს.

რუსტამ ანზოროვი ამჟამად თბილისის №1 საპყრობილეში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად დააკავეს ორი ჩეჩენი ლტოლვილი ადამ ბაისუევი და ისლამ დონაევი, რომლებიც მალევე გაუშვეს.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა წამების 72 შემთხვევაა გამოვლენილი.

ახალი ამბები