კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის ომბუდსმენი ქართველი ჟურნალისტების უფლებების დაცვას აპირებს

8 სექტემბერი, 2004

რუსეთის ომბუდსმენი ქართველი ჟურნალისტების უფლებების დაცვას აპირებს

თბილისი.07.09.04. მედია ნიუსი. საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ლომსაძემ ბესლანში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაშინ, როცა ბესლანში დატრიალებული ტრაგედიისას ასობით უდანაშაულო ბავშვი და მოქალაქე დაიღუპა, ამ ფონზე რუსი სამართალდამცავები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, რაც გამოიხატება ქართველი ჟურნალისტების წინასწარი დაკავების 48-საათიანი ვადის დარღვევაში და ვლადიკავკაზში გამართულ პროცესზე ადვოკატის არ დაშვებაში.

თემურ ლომსაძე აღშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების დაპატიმრებით უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებათა სფეროში დღემდე არსებული ძირითადი საერთაშორისო აქტები, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია.

სახალხო დამცველის მოვალების შემსრულებელი ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა რწმუნებულს ვლადიმერ ლუკინს ესაუბრა, რომელმაც მას აღუთქვა დახმარება, რათა დაცული იყოს ჟურნალისტების უფლებები.

ახალი ამბები