კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი მინისტრი ვალერი ვაშაკიძე დააკავეს

9 სექტემბერი, 2004

ყოფილი მინისტრი ვალერი ვაშაკიძე დააკავეს

თბილისი.08.09.04.მედია-ნიუსი. სამართალდამცველებმა დააკავეს ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი ვალერი ვაშაკიძე. მას ბრალად ედება ლტოლვილთათვის  ყალბი მოწმობების გაცემა, რითაც სახელმწიფოს 1.100.000 ლარის ზარალი მიაყენა.

გენერალური პროკურატურის მოკვლევაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, 2 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან შესული მასალების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 1998-2004 წლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

გამოძიების ინფორმაციით, 1998 წელს, ვაშაკიძის მინისტრობის პერიოდში, მან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაადგინა წესი, რის საფუძველზეც დაახლოებით 2002 პირმა მართლსაწინააღმდეგოდ ლტოლვილების სტატუსი მიიღო. ამ პირებზე 1998-2004 წლის მაისამდე საქართველოს ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 1.100.000 ლარია გაცემული.

გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ყოფილმა მინისტრმა აღიარა დანაშაული. მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ლტოლვილთა და განსახლების ამჟამინდელი მინისტრის ეთერ ასტემიროვას თქმით, სამინისტროდან პროკურატურამ 1998 წლის დოკუმენტაცია  ამოიღო და რამდენადაც მისთვის ცნობილია, ვალერი ვაშაკიძის მინისტრობის პერიოდში ხელმოწერილი იყო განკარგულება, რომლის თანახმადაც დევნილის სტატუსი მიენიჭათ იმ მამაკაცების მეუღლეებსაც, რომლებმაც დევნილობის პერიოდში იქორწინეს.

ახალი ამბები