კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმდინარეობს ახალი ციხეების მშენებლობა

15 სექტემბერი, 2004

მიმდინარეობს ახალი ციხეების მშენებლობა

თბილისი. მედია ნიუსი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანები ორ თვეში ახალ, თანამედროვე სტანდარტების ციხეში განთავსდებიან, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია.

რამდენიმე დღეში დაიწყება ციხის მშენებლობა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ქალებისათვისაც, რომელიც განთავსდება ქალთა კოლონიის ტერიტორიაზე.

იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის თქმით, დაახლოებით 7 თვეში შესაძლებელი გახდება რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე №6 საპყრობილის ამოქმედება, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ევროპული სტანდარტების ციხედ გადაკეთდება და 800 პატიმარზე იქნება გათვლილი.

კიდევ ერთი საპყრობილე ქუთაისში აშენდება და მასში 1500 პატიმრის მოთავსება იქნება შესაძლებელი. ქუთაისის ციხე სახელმწიფოს ხარჯებით აშენდება.

ახალი ამბები