კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერიაში ფინანსური მაქინაციები აღმოაჩინეს

16 სექტემბერი, 2004

თბილისის მერიაში ფინანსური მაქინაციები აღმოაჩინეს

თბილისი. 16.09.04. მედია ნიუსი. თბილისის მერიაში დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტზე პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. როგორც ამ საკითხისადმი მიძღვნილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ განაცხადეს, თბილისის მერიისა და საკრებულოს აპარატში ხორციელდებოდა უკანონო გადარიცხვები, კერძოდ მიმდინარე წლის 28 მაისის შემდეგ, იმ პერიოდიდან, როდესაც თანამდებობა დატოვა მერიისა და საკრებულოს აპარატის უფროსმა ოთარ გაბედავამ, მისი ხელმოწერით თანხები გადაირიცხა.

ამ თანხებს მერიის ბუღალტერი რიცხავდა. თანხის რაოდენობა კი სავარაუდოდ 10 ათას ლარს შეადგენს. უშიშროების მინისტრის მოადგილის თქმით, ეს თანხა თავად ბუღალტრის სწავლის საფასური იყო.

აღნიშნულ საკითხს უახლოეს პერიოდში გენერალური პროკურატურა განიხილავს და უგულავას განცხადებით, ამ საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს არაერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, „დაწყებული მერიის სტრუქტურებიდან, დასრულებული იმ ბანკებითა და ორგანიზაციებით, სადაც ეს თანხები ირიცხებოდა“.

უშიშროების მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უშიშროების სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოხელეო დანაშაულს და იგი „პირდაპირ ნადირობს იმ მოხელეებზე, რომლებიც ვერ გრძნობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შედიან კორუფციულ გარიგებაში სხვადასხვა პირთან“.

კულუარული ინფორმაციით, მერიისა და საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იანა გრძელიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. სწორედ მან შეცვალა თავის დროზე ოთარ გაბედავა.

ახალი ამბები