საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს
თბილისი. მედია ნიუსი. საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 132 ხმით 0-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის თანამდებობაზე თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სოზარ სუბარის კანდიდატურა დაამტკიცა.
დამტკიცების პროცედურას წინ უძღოდა სოზარ სუბარის კანდიდატურის განხილვა.
თავად სოზარ სუბარის განცხადებით, მას კარგად ესმის, რომ მოსაგვარებელი ექნება უამრავი ადამიანის პრობლემა, თუმცა იგი ამ სფეროს კარგად იცნობს და საქმიანობაც სწორედ იქითკენ იქნება მიმართული, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს.
სოზარ სუბარმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას სახალხო დამცველის ოფისის მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანები არ შეიმჩნევიან.