კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

24 სექტემბერი, 2004

"მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

თბილისი.23.09.მედია ნიუსი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებული ტელევიზია აღარ იარსებებს - სახელმწიფო ტელევიზია გარდაიქმნება საზოგადოებრივ ტელევიზიად, შეიქმნება მეურვეთა საბჭო, რომელიც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი იქნება.

ბოკერიას თქმით, ანძის საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის შესაძლო გადაცემამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ „ანძის გადაცემის შემთხვევაში არ შეიზღუდება კერძო ტელევიზიების მაუწყებლობა“.

ბოკერიას ინფორმაციით, ქცევის კოდექსი იმ მაუწყებლებმა უნდა შეიმუშავონ, რომლებიც თანამშრომლობენ მარეგულირებელ კომისიასთან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, კომერციული რეკლამის განთავსების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს არათანაბარ პირობებში აყენებს მას კერძო მაუწყებლობასთან. დავითაშვილი შიშობს, რომ სარეკლამო დროის შეზღუდვა გამოიწვევს კერძო მაუწყებლობათა საინფორმაციო საშუალებების შემცირებას. ბოკერიას თქმით კი კანონპროექტის ავტორებმა გაიზიარეს კერძო მაუწყებელთა შენიშვნები და სარეკლამო შეზღუდვები მათზე არ ვრცელდება. ის შეეხება ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტელევიზიას და მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ კერძო მაუწყებლობებს.

საარჩევნო რეკლამა, ბოკერიას თქმით, ბევრ ქვეყანაში უფასოა იმ პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის, რომლებმაც უკანასკნელ არჩევნებზე მეტი შედეგი აჩვენეს. ახლად შექმნილ პარტიულ სუბიექტებს კი შეღავათები არ ეხებათ.

მეურვეთა საბჭო განსაზღვრავს, რა რაოდენობით თანხები იქნება საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფუნქციონირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტელევიზია არ დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს, ის შეიძლება მეურვეთა საბჭომ გააუქმოს, თუმცა ასეთი პრეცენდენტი, ბოკერიას თქმით, ევროპაში არ არსებობს.

ეკომონიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ქოქრაშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თავად კანონპოექტის იდეა მოსწონს, მაგრამ გარკვეულ პრინციპებს არ ეთანხმება. მაგალითად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით ქოქრაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე სამთავრობო კომისია არ შეისწავლის მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას, მეურვეთა საბჭოს შექმნის საკითხი ღიად უნდა დარჩეს.

ახალი ამბები