კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი კერვალიშვილი რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრება

27 სექტემბერი, 2004

გიორგი კერვალიშვილი რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრება

თბილისი.23.09.04. მედია-ნიუსი. სრულიად საქართველის ადამიანთა უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი ბოლო ხანებში მოსკოვსა და მთლიანად რუსეთში კავკასიური წარმოშობის ადამიანთა დევნა-შევიწროებას აპროტესტებს.

კერვალიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით ამ ქვეყნის სპეცსამსახურები და სამართალდამცავი სტრუქტურები განსაკუთრებულად დევნიან ქართველი ეროვნების მოქალაქეებს, ადგილი აქვს ფიზიკურ თავდასხმას, ანტიქართულ კამპანიას. უფრო მეტიც, საქართველოდან ახლად ჩასულ ადამიანებს უკეთებენ უპრეცედენტო დეპორტაციას.

კერვალიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთში პუტინის ხელისუფლება გადაიქცა აპარტეიდულ სისტემად.

საქართველოს ადამიანთა უფლებათა დაცვის ასოციაცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ გაკიცხონ პუტინის ფაშისტური რეჟიმი, რათა მან ხელი აიღოს ეროვნულ ნიადაგზე მასობრივ დევნა-შევიწროებისაგან.

გიორგი კერვალიშვილი აცხადებს, რომ არც ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები რუსეთში. ასოციაციის წევრები იმუქრებიან, რომ თუ არ შეწყდება ქართველთა და კავკასიელთა დევნა რუსეთში, ისინი საქართველოში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მოაწყობენ.

ახალი ამბები