კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს

28 სექტემბერი, 2004

მოშიმშილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს


თბილისი.26.09.04.მედია-ნიუსი. თერჯოლის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა სახელმწიფო კანცელარიის წინ შიმშილობის აქცია განაახლეს.

როგორც ცნობილია, რამოდენიმე დღის წინათ იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით მუმლაძის გადადგომის მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიის წინ 37 ადამიანმა დაიწყო შიმშილობა. აქციის მესამე დღეს სამართალდამცავებმა ისინი ძალით ჩასვეს ავტობუსებში და თერჯოლისკენ წაიყვანეს, თუმცა აქციის 14 მონაწილე იმ დღესვე დაბრუნდა თბილისში და სახალხო დამცველის ოფისში გააგრძელა შიმშილობა. 26 სექტემბერს კი ისინი კვლავ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას დაუბრუნდნენ.

აქციის ორგანიზატორის ზაურ გურგენიძის თქმით, მათ შეიტყვეს, რომ პრეზიდენტი თბილისშია და ამიტომ დაბრუნდნენ კანცელარიასთან. მოშიმშილეებს იმედი აქვთ, რომ შეხვდებიან მიხეილ სააკაშვილს, გააცნობენ მოთხოვნებსა და მათი დარბევის შესახებაც ისაუბრებენ.

საპროტესტო აქციის ორმა მონაწილემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, გურგენიძის თქმით, უკიდურესად მძიმეა. ამჟამად სახელმწიფო კანცელარიასთან 14 ადამიანი შიმშილობს.

ახალი ამბები