კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების მინისტრს გეგმები უნივერსიტეტშიც დაუწუნეს

28 სექტემბერი, 2004

განათლების მინისტრს გეგმები უნივერსიტეტშიც დაუწუნეს

თბილისი23.09.04.მედია- ნიუსი. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებმა განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ კანონპროექტი განიხილეს.

უმრავლესობამ ალექსანდრე ლომაიას პროექტი დაიწუნა. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ლექტორთა ასაკობრივი ცენზის შემოღება.

პროფესორ-მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ასაკობრივი ცენზის შემოღება ყველა თანამშრომლისთვის გამართლებული არ არის მაშინ, როცა ეს ხალხი სოციალურად დაუცველია.

მათივე აზრით, ეს კანონი დღესვე რომ ამოქმედდეს, 900-მა პროფესორმა და დოცენტმა უნდა დატოვოს უნივერსიტეტი.

თავად განათლების მინისტრი ლომაია უნივერსიტეტში ამ შეხვედრას არ დასწრებია.

ახალი ამბები