კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელთა მიერ ადამიანთა ცემა-წამება გრძელდება

29 სექტემბერი, 2004

პოლიციელთა მიერ ადამიანთა ცემა-წამება გრძელდება

27 სექტემბერს ვაკე საბურთალოს პოლიციის ქვეგანყოფილებაში სასტიკად სცემეს დაკავებული გ. კ.

2004 წლის 27 სექტემბერს დაახლოებით 22:00 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა  ავტოავარიის შემთხვევის გამო დააკავეს გ. კ., გ. კ. და რ. ვ. და წაიყვანეს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს II ქვეგანყოფილებაში.

აღნიშნული პირები როგორც დაკავებისას, ისე პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიყვანის დროს სასტიკად იქნენ ნაცემი. გ. კ.-ს პოლიციელები ხელკეტებს ურტყავდნენ ტანზე და თავის მიდამოებში, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. ცემის დროს ამ უკანასკნელმა დაკარგა გონი, რის გამოც მისმა მშობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ექიმები კ-სთან არ შეუშვეს. მოგვიანებით მშობლები იძულებულნი გახდნენ სასწრაფო დახმარება ხელმეორედ გამოეძახათ და მათი დაჟინებული მოთხოვნით შესაძლებელი გახდა ექიმების მიერ გ. კ.-ის გასინჯვა, რა დროსაც ექიმების მიერ დაფიქსირებული იქნა მის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები და თავის ქალის ტრამვა.

პოლიციის შეურაცხყოფის ობიექტები გ. კ.-ის მშობლებიც აღმოჩნდნენ, როდესაც მათ სცადეს შვილს გამოსარჩლებოდნენ და პოლიციელებს სთხოვეს შეეწყვიტათ მათი შვილის ცემა. საპასუხოდ პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა ჰამლეტ ჰუსეინოვმაგ. კ.-ის მამას სახეში ხელი გაარტყა. 

ადვოკატებმა 28 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ნატრიაშვილს გ. კ.-თვის სამედიცონი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, თუმცა, მას ექსპერტიზა ჯერაც არ ჩატარებია. 

 

ახალი ამბები