კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავეს

1 ოქტომბერი, 2004

„მაუწყებლობის შესახებ“  კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავეს

თბილისი.29.09.04.მედია-ნიუსი. პარლამენტარმა კახა კუკავამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო ტელევიზია, ხოლო სამი ამჟამად მოქმედი სახელმწიფო რადიოარხი და კიდევ ერთი ტელე-არხი, კერძოდ მეორე არხი, უნდა გაიყიდოს.

სახელმწიფო ტელე-არხით, კახა კუკავას განცხადებით, უნდა გადაიცემოდეს პარლამენტის სხდომები, საარჩევნო დებატები და საინფორმაციო გამოშვებები, რომლებშიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მოსაზრებები. ამ ტელევიზიას უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო ბიუჯეტი.
პარლამენტარი აცხადებს, რომ იდეოლოგიური სახის გადაცემები და თოქ-შოუები სახელმწიფო ტელევიზიის არხზე არ უნდა გადიოდეს.

პროექტის მიხედვით, ანძა უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება და ამ ობიექტით არადისკრიმინაციულ პირობებში ყველა მოქმედმა ტალავიზიამ უნდა ისარგებლოს.

ამასთან, ლიცენზიები როგორც ადრე იყო, უნდა დარჩეს უცვლელად, ანუ ტელეკომპანიებმა უნდა აიღონ ათი წლით და თუ აკმაყოფილებენ ამ ლიცენზიის პირობებს, იგი ავტომატურად უნდა გაუგრძელდეთ.

კახა კუკავას მიაჩნია, რომ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“, ეწინააღმდეგება მეწარმეობის ყველა პრინციპს.

 

ახალი ამბები