კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯარისკაცებმა გორში ახლად გახსნილი პარკი დაარბიეს

1 ოქტომბერი, 2004

ჯარისკაცებმა გორში ახლად გახსნილი პარკი დაარბიეს

გორი.30.09.04. მედია ნიუსი. 29 სექტემბერს დაახლოებით 23 საათზე გორის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ თავდაცვის სამინისტროს გორში დისლოცირებული ქვედანაყოფის 10-მდე ჯარისკაცმა დებოში მოაწყო.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სროლებსაც. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჯარისკაცებმა დაამტვრიეს ძელსკამები, დააზიანეს ავტომატები და კარუსელის სკამი.

პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ჯარისკაცები და მათი მეთაური ამ ინციდენტის გამო მკაცრად დაისჯებიან.

ჯარისკაცები ამ დროისათვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

ცნობისათვის: „ახალბაღის“ გახსნას სამი დღის წინათ პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრო.

ახალი ამბები