კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი ათი ათასით შემცირდა

1 ოქტომბერი, 2004

საჯარო სექტორში დასაქმებულთა  რიცხვი ათი ათასით შემცირდა

თბილისი. 29.09.04.მედია-ნიუსი. საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“ შევიდა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.

ბოლო დროს საქართველოში მკვეთრად იმატა უმუშევართა რიცხვმა. ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, რასაც დღევანდელი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გვპირდებოდა, მოსახლეობა კვლავ სიღატაკის ზღვარზეა, რასაც დაემატა სახელმწიფო მოსამსახურეთა მასობრივი გათავისუფლებები სამსახურიდან. გათავისუფლებების დაწყებამდე საჯარო სექტორში 52 000-მდე ადამიანი მუშაობდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა დაახლოებით 42 ათასია. ქვეყანაში შეიქმნა დაუსაქმებელ ადამიანთა ახალი ფენა, რომელთაც შეუწყდათ ის მინიმალური ანაზღაურება, რომლის საშუალებითაც არსებობდნენ. ხელისუფლება პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს თითოეული მოქალაქის წინაშე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყენებდეს კანონებს ამ პასუხისმგებლობის აცილებისათვის, - ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღევანდელმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეაჩერა სწორედ ის კანონი, რომელიც ითვალისწინებდა საჯარო მოსამსახურეების უფლების დაცვას. მიგვაჩნია, რომ იმ ადამიანთა წინაშე, რომლებსაც სამსახური დააატოვებინეს, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს სოციალური მხარდაჭერა და აღადგინოს ის კანონი, რომელიც დღეს შეჩერებულია, რათა ამ ადამიანებმა თავი დამცირებულად არ იგრძნონ, - აცხადებენ პარლამენტარები.
მათივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში „მემარჯვენე ოპოზიციის“ მთავარი მესიჯი ადამიანის უფლებათა დაცვა იყო. სწორედ ამიტომ ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში“ ცვლილებების პაკეტი.

კანონპროექტების მიზანია დასაქმებულ მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესება, როგორც მათი მუშაობის პერიოდში, ასევე მათი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

საქართველოს კონსტიტუციის და შრომის საერთაშორისო ნორმების მიხედვით, დაცულია შრომის, დასაქმების და სოციალური დაცვის უფლებები. „მემარჯვენე ოპოზიციის“ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს იმ კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომლითაც ეს შეღავათები იქნა გადავადებული.

ახალი ამბები