კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმუშევრობის დონე ქალაქად ძალზედ მაღალია

5 ოქტომბერი, 2004

უმუშევრობის დონე ქალაქად ძალზედ მაღალია

თბილისი.03.10.04.მედია-ნიუსი. 2004 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმების სახელმწიფო სამსახურებში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის თარიღთან შედარებით, 8,2 პროცენტით, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 18,6 პროცენტით შემცირდა და 44,2 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 21,6 ათასი ანუ 48,8 პროცენტი ქალია.

სამუშაოს მაძიებელთა საერთო რაოდენობაში უმუშევრების წილმა 97,8 პროცენტი შეადგინა.

ამავე თარიღისათვის რეგისტრირებული უმუშევრების რაოდენობა წინა წლის შესაბამის თარიღთან შედარებით 4,9 პროცენტით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 16,4 პროცენტით შემცირდა და 43,3 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 21,2  ათასი ანუ 49,0 პროცენტი ქალია.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2004 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დასაქმების სახელმწიფო სამსახურებში რეგისტრირებული თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა წინა წლის შესაბამის თარიღთან შედარებით 1,4 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2,5 პროცენტით გაიზარდა და 1088 ერთეული შეადგინა.

თავისუფალი სამუშაო ადგილების 63,5 პროცენტი კერძო სექტორშია რეგისტრირებული. ერთ თავისუფალ სამუშაო ადგილზე საშუალოდ რეგისტრირებული  40 უმუშევარი მოდიოდა.

2004 წლის იანვარ-აგვისტოში დასაქმების სამსახურების მეშვეობით დასაქმდა 2599 სამუშაოს მაძიებელი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34,1 პროცენტიტ ნაკლები).
საქმიანობის ცალკეული სახეობების მიხედვით დასაქმებულ უმუშევართა დიდი წილი მოდის მშენებლობაზე (20,1 პროცენტი), მრეწველობაზე (15,9 პროცენტი), სახელმწიფო მართვასა და თავდაცვაზე,  სავალდებულო სოციალურ დაზღვევაზე (11,7 პროცენტი).

დასაქმების სამსახურებში რეგისტრირებულ უმუშევართა რიცხოვნობა, რომლებსაც აგვისტოში შემწეობა დაერიცხა, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 18,5 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 32,4 პროცენტით გაიზარდა და 1005 კაცი შეადგინა (რეგისტრირებულ უმუშევართა დაახლოვებით 2,3 პროცენტი).

იმის გამო, რომ ქვეყანაში დასაქმების მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებლების ცვალებადობას  სეზონურობის ფაქტორი განსაზღვრავს. როგორც წესი, მეორე კვარტალში სოფლის მოსახლეობის მასობრივი თვითდასაქმება თანდათანობით იზრდება და მნიშვნელოვნად ამცირებს უმუშევრობის დონეს ქვეყნის მასშტაბით.

უმუშევრობის დონე სოფლად 2004 წლის პირველი კვარტალის 5,7 პროცენტიდან მეორე კვარტალში 3,5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ სოფლად დასაქმება ხშირ შემთხვევაში არასრული და არაეფექტურია.

სოფლისაგან განსხვავებით, უმუშევრობის დონე ქალაქად ძალზე მაღალია და ბოლო წლებში ამ მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ქალაქის მოსახლეობის დასაქმება არასტაბილურია, ხოლო უმუშევრობის დონე - შესაბამისად მერყევი.

თბილისში უმუშევრობის დონე შერბილებული კრიტერიუმით 25,2 პროცენტია. უმუშევართა შორის მესამედი ქრონიკულად უმუშევარია, ხოლო დაახლოებით მეხუთედს სამ წელზე მეტია არ უმუშავია.

ახალი ამბები