კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოგი კუპრეიშვილის ქონების ჩამორთმევის საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავს

5 ოქტომბერი, 2004

გოგი კუპრეიშვილის ქონების ჩამორთმევის საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავს

თბილისი.30,09.04.მედია-ნიუსი. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აჭარის ა/რ უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გოგი კუპრეიშვილისათვის ქონების კანონიერების საკითხის განხილვა 12 ოქტომბრისათვის დანიშნა.

გოგი კუპრეიშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა უზენაესმა სასამართლომ 2 თვით გაუგრძელა, რითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.

წლეულს აგვისტოში აჭარის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კუპრეიშვილს ჩამოერთვა სამი ბინა ბათუმში, ერთი ბინა აბაშაში და მიწის ნაკვეთი.

როგორც სააგენტო „მედია-ნიუსს“ ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, კუპრეიშვილის ოჯახი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩა, ვინაიდან მათ მემკვიდრეობით მიღებული სახლიც ჩამოართვეს.

გოგი კუპრეიშვილი 9 მაისს დააკავეს. მას გამოძიება ედავება ბათუმის ყოფილი მერის თენგიზ ასანიძის წლების მანძილზე უკანონო პატიმრობასა და იარაღის უკანონო შენახვას. მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 9 ოქტომბერს იწურება.

ახალი ამბები