კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძიების ვადა ცხრიდან რვა თვემდე შემცირდა

5 ოქტომბერი, 2004

გამოძიების ვადა ცხრიდან რვა თვემდე შემცირდა

თბილისი.30.09.04.მედია-ნიუსი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ვადად, რომლის მაქსიმუმი ცხრა თვეა, ეთვლება ის პერიოდიც, როდესაც საქმეში მონაწილე მხარეები საქმის მასალებს ეცნობიან.

დღემდე გამოძიებას 9-თვიანი ვადა საბრალდებო დასკვნის დამტკიცებამდე ჰქონდა, ხოლო ის პერიოდი, როდესაც მხარეები საქმეს ეცნობიან, საგამოძიებო ვადაში არ შედიოდა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, მხარეებს საქმის გაცნობისათვის მაქსიმუმ 30 დღე ეძლევათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიების ვადა, ფაქტობრივად, ცხრიდან რვა თვემდე შემცირდა.

ახალი ამბები