კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები რუსეთისთვის ჩეჩენი ლტოლვილების სიის გადაცემის წინააღმდეგნი არიან

6 ოქტომბერი, 2004

არასამთავრობოები რუსეთისთვის ჩეჩენი ლტოლვილების სიის გადაცემის წინააღმდეგნი არიან

თბილისი.06.10.04.მედია-ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ რუსეთის ფედერაციისთვის პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების სრული სიის გადაცემის წინააღმდეგია.

რუსეთის ხელისუფლება ყველა ჩეჩენ სრულწლოვან მამაკაცს ტერორისტად აღიქვამს, რის გამოც პანკისის ხეობაში მცხოვრებ მამაკაცებზე გამოიგზავნება ტერორისტობის „დაუსაბუთებელი“ მასალები. რუსეთისთვის თავის მოწონების მსურველ საქართველოს მთავრობას კი არ ექნება ჩეჩენთა ექსტრადირებაზე უარის თქმის საფუძველი“, - აცხადებს ორგანიზაციის ხელძღვანელი ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, ასევე უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების უფლებები, რომელთაც სამსახურიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ათავისუფლებენ.

ასეთი მოქალაქეები ყოველგვარი სოციალური დაცვის გარეშე რჩებიან, ხოლო მათ ადგილებზე მოდიან გამოუცდელი და არაკვალიფიციური კადრები.

„დღესდღეობით ყველგან იციან, რომ ზემოდან დარეკვის ან რომელიმე გავლენიანი პირის შუამდგომლობის გარეშე შეუძლებელია ახალი სამუშაოს მოძებნა ან ძველ სამსახურში დარჩენა, სადაც იწყება რეორგანიზაციის, ანუ ოპტიმიზაციის პროცესები და ამას  კონკურსის სახით შერჩევას არქმევენ“, -აცხადებს ნანა კაკბაძე.

ახალი ამბები