ევროსაბჭოში სულხან მოლაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისი.06.10.04.მედია-ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ევროსაბჭოში სულხან მოლაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
„სულხან მოლაშვილი რომ უკანონო პატიმრობაშია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საოლქო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა, რადგან მოლაშვილს იმუნიტეტი იცავდა. მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მხოლოდ უზენაეს სასამართლოს შეეძლო. ამიტომ მოლაშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რასაც დაემატა მისი წამების ფაქტებიც. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიმართ საკმაოდ მკაცრი იქნება“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.