კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობამ ცხინვალი-ჯავის საავტომობილო გზის ქურთას მონაკვეთი გადაკეტა

7 ოქტომბერი, 2004

მოსახლეობამ ცხინვალი-ჯავის საავტომობილო გზის ქურთას მონაკვეთი გადაკეტა

გორი.07.10.04. მედია ნიუსი. დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთას მოსახლეობის ერთი ნაწილი გორის პროკურატურის მიერ დაკავებული გია და როინ ბასიშვილების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს კვლავ აგრძელებს.

მათ გადაკეტილი აქვთ ცხინვალი-ჯავის საავტომობილო გზის ქურთას მონაკვეთი, აქციის 30-მდე მონაწილე კი გორის პროკურატურის წინ არის შეკრებილი.

ბასიშვილები სამი დღის წინათ გორის პროკურატურამ ქურთის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის იოსებ ბირთველიშვილის წინასწარი დაკავების საკნიდან გაქცევის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა. ბირთველიშვილი პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჰყავდა დაკავებული. იგი ამჟამად იძებნება.

6 ოქტომბერს გია და როინ ბასიშვილებს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა არ შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები შეაგროვა და სასამართლოს მათთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების ბრალდებით კიდევ ერთხელ მიმართა. სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

ახალი ამბები