კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელიდან საქართველოში დეპორტირებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა

15 ოქტომბერი, 2004

ისრაელიდან საქართველოში დეპორტირებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა

თბილისი.15.10.04.მედია-ნიუსი. ისრაელში საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის დაკავებულ 20 ქართველს საქართველოში მას შემდეგ დააბრუნებენ, რაც ისრაელის საემიგრაციო პოლიცია გამოძიებას დაასრულებს.

14 ოქტომბერს დილით ისრაელის საემიგრაციო პოლიციამ ეგვიპტიდან საზღვრის უკანონოდ გადალახვისათვის 20 ქართველი დააკავა. ისინი, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყანაში სამუშაოდ ჩავიდნენ. მათგან რამდენიმე ასევე კანონდარღვევით უკვე მუშაობდა ისრაელში. „მედია-ნიუსის“ ინფორმაციით, ადამიანთა 20-კაციან ჯგუფს ეგვიპტე-ისრაელის საზღვართან სამი ადგილობრივი მცხოვრები დახვდა, რომლებმაც ისინი თელ-ავივში ჩაიყვანეს. ამ ჯგუფის მოძრაობას თვალს პოლიცია ადევნებდა და ისინი მაშინ დააკავეს, როცა თელ-ავივის ერთ-ერთ უბანში უნდა დაბინავებულიყვნენ.

როგორც „მედია-ნიუსს“ ისრაელში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ მოსიაშვილმა განუცხად: „დაკავებულები უკვე გადაყვანილნი არიან თელ-ავივის ციხეში. მიმდინარეობს გამოძიება. დასადგენია მოქალაქეების ვინაობა და აბსოლუტურად ყველა დეტალი, როგორ, რა გზებით ჩამოვიდნენ ისრაელამდე.
ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი სწრაფად მოგვარდეს, მაგრამ საემიგრაციო პოლიციას თავისი საქმე აქვს.“

„ეს არ არის პირველი შემთხვევა; მინდა ყველამ იცოდეს, რომ უკანონოდ, საკმაოდ სოლიდური თანხის ფასად, ისრაელში ჩამოსვლა არ ღირს. თუნდაც იმის გამო, რომ წელს შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი ადამიანის დეპორტაცია მოხდა,“- აცხადებს მოსიაშვილი.

რაც შეეხება ისრაელის საელჩოს საქართველოში, „მედია-ნიუსს“ იქ განუცხადეს, რომ მათ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

ახალი ამბები