კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პროცედურული დარღვევით იქნა მიღებული“

15 ოქტომბერი, 2004

„საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პროცედურული დარღვევით იქნა მიღებული“

თბილისი.14.10.04.მედია-ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორის თამარ ჟვანიას განცხადებით, პარლამენტმა ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსის შესახებ“ ცვლილებები პროცედურების დარღვევით მიიღო.
თამარ ჟვანიას თქმით, კოდაქსის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში შეტანილი ცვლილებებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თითქმის განუსაზღვრელი უფლებები ენიჭება; კერძოდ,ცეესკოს უფლება აქვს მიიღოს ნორმატიული აქტები,რომელიც ბევრ რამეს ცვლის ორგანულ კანონში,ეს კი, ჟვანიას აზრით,გაუმართლებელია.
„ორგანული კანონი ისე უნდა იყოს დახვეწილი, რომ ცეესკოს მხოლოდ წვრილმანი ტექნიკური შესწორებების შეტანა შეეძლოს. ამის გარდა, ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის ცვლილება. ამ მუხლში აღნიშნულია,რომ არჩევნები  ჩატარებულად ითვლება,თუ  ამომრჩევლის 1/3 მიიღებს მასში მონაწილეობას, მაგრამ ეს არ ეხება შუალედურ არჩევნებს. ამ მუხლში არ არის მითითებული,რამდენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტალურ არჩევნებში,რომ შუალედური არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს. ეს ნიშნავს იმას, რომ 10-15 ამომრჩეველმაც რომ მიიღოს მონაწილეობა,შუალედური არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. ეს ცვლილება გამოიწვევს დეპუტატების გამარტივებული წესით არჩევას“- აცხადებს თამარ ჟვანია.

ახალი ამბები