კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკონომიკის მინისტრის შეურაცხყოფის თვითმხილველი ჯერ-ჯერობით ვერავინ დაკითხეს

15 ოქტომბერი, 2004

ეკონომიკის მინისტრის შეურაცხყოფის თვითმხილველი ჯერ-ჯერობით ვერავინ დაკითხეს

თბილისი.13.10.04.მედია-ნიუსი. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოში ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეთა სასამართლო პროცესზე ორი პოლიციელი დაკითხეს, რომლებიც აცხადებენ, რომ 20 ივლისს ეკონომიკის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტს არ შესწრებიან.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში თამაზ წიკლაურს, ირაკლი შონიასა და არასრულწლოვან ლაშა ქაცანაშვილს ასამართლებენ. მათ ხულიგნობაში ედებათ ბრალი. ბრალდების თანახმად, აღნიშნულმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძეს, რომელიც პრივატიზაციის შეჩერების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებთან გასაუბრებას ცდილობდა.

სასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

ახალი ამბები