კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პატიმართა სიკვდილიანობის ფაქტებს იუსტიციის სამინისტრო არ ახმაურებს“

18 ოქტომბერი, 2004

„პატიმართა სიკვდილიანობის ფაქტებს იუსტიციის სამინისტრო არ ახმაურებს“

თბილისი.18.10.04. მედია ნიუსი. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 ოქტომბერს გარდაიცვალა პატიმარი ვლადიმერ გუჯეჯიანი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შენახვისათვის იყო გასამართლებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, გუჯეჯიანი განგრენით იყო დაავადებული და ავადმყოფობა თითქმის მთელს სხეულზე ჰქონდა მოდებული.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინაშე არაერთხელ დადგა შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ, თუმცა ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.

როგორც კაკაბაძე აცხადებს, ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის 10-მდე ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა მათ იუსტიციის სამინისტრო შეგნებულად არ ახმაურებს.

„რამდენიმე დღის წინათ ქსნის კოლონიაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ციხის ადმინისტრაცია და სხვა ზემდგომი ორგანოები კი ამ ფაქტებს არა თუ არ ახმაურებენ, მათზე რეაგირებაც კი არ ხდება“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

ახალი ამბები