კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკოტიკის ჩადებისა და ცრუ მოწმეების გამოყენების პრაქტიკა გრძელდება

20 ოქტომბერი, 2004

ნარკოტიკის ჩადებისა და ცრუ მოწმეების გამოყენების პრაქტიკა გრძელდება

თბილისი.19.10.04.მედია-ნიუსი. პოლიციელების მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკებისა და იარაღის „ჩადების“ გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნარკოტიკის ჩადების და ცრუ მოწმეების გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი გაახმაურეს.

პრესკონფერენციას ესწრებოდა სწორედ ასეთი ცრუ მოწმე კონსტანტინე კალოიანი, რომელიც 2004 წლის 4 მარტს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა აიძულეს მოწმის ჩვენებით მოეწერა ხელი, სადაც ნათქვამი იყო, რომ თითქოს მან დაინახა პოლიციის მიერ დაპატიმრებულ ირაკლი ასათიანს როგორ აღმოუჩინეს ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება. ჩხრეკას ასევე ესწრებოდა მამიკონ სტეფანიანი, რომელსაც ასევე მოტყუების გზით მოაწერინეს ჩვენებაზე ხელი.

18 ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამართულ პროცესზე მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ ჩხრეკის დროს არ უნახავთ ნარკოტიკული ნივთიერება და ცრუ ჩვენება მხოლოდ პოლიციელთა მიერ დაშინების გამო მისცეს.

ცრუ მოწმის კალოიანის განცხადებით, სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნული რაიონის პოლიციელების მხრიდან დაიწყო მასზე ზეწოლა, დევნა, მუქარები. წაართვეს მანქანის მართვის საბუთები ისე, რომ მიზეზი არც კი დაუსახელებიათ, რის შემდეგაც პოლიციაში დაიბარეს. კალოიანის ადვოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით, პოლიციელებს სურთ კალოიანი პოლიციაში მოტყუებით მიიყვანონ და შანტაჟის და დაშინების გზით ჩვენება, რომელიც სასამართლოზე გააკეთა, კვლავ შეაცვლევინონ.

ახალი ამბები