კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმერეთის მხარეში პატიმრების წამების ფაქტებმა იმატა

25 ოქტომბერი, 2004

იმერეთის მხარეში პატიმრების წამების ფაქტებმა იმატა

ქუთაისი 21.10.04. მედია ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია ’’თავისუფლების ინსტიტუტის’’ ინიციატივით ქუთაისში მრგვალი მაგიდა მოეწყო, რომელიც დაკავებულთა წამების და ცემის ფაქტების განხილვას მიეძღვნა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისის იზოლატორში ნაწამები პატიმრების რიცხვმა 60-ს გადააჭარბა, თუმცა არცერთ ფაქტზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე,-აცხადებენ არასამთავრობოები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ქუთაისის პოლიციის უფროსი, პროკურორი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"იმერეთის ყველა რაიონის პოლიციის განყოფილებებში ცემენ დაკავებულებს, მაგალითად ზ. ქ. იმერეთისა და ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად დააკავეს და დაკავების ადგილზე სცემეს. ქ.ს ორი ნეკნი აქვს ჩამტვრეული", -აცხადებს თავისუფლების ინსტიტუის წარმომადგენელი ნინო ღაჭავა.

"არ გამოვრიცხავ ძალადობის ფაქტებს ჩემს საკურატორო ზონაში, მაგრამ ყველა ფაქტზე ტარდება შემოწმება",- აცხადებს ქუთაისის პროკურორი ჯუმბერ ლელაძე.

 

ახალი ამბები