კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭო სულხან მოლაშვილის საქმისადმი ღრმა დაინტერესებას იჩენს

26 ოქტომბერი, 2004

ევროსაბჭო სულხან მოლაშვილის საქმისადმი ღრმა დაინტერესებას იჩენს

თბილისი.26.10.04. მედია-ნიუსი. ევროპის საბჭო კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმის მიმდინარეობას ყურადღებას მომავალშიც მიაქცევს.

როგორც საქართველოში მყოფმა ევროპის საბჭოს ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეტ დურიემ 26 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სულხან მოლაშვილს ჯანმრთელობა შერყეული აქვს. ამასთან, მათ აქვთ ინფორმაცია სულხან მოლაშვილის წამების შესახებ და მისი საქმისადმი ინტერესს ეს ფაქტიც აღრმავებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს გენერალურ პროკურორს სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვებითაც მიმართა, თუმცა ჯოზეტ დურიეს პრესკონფერენციაზე გენერალური პროკურორის პასუხებზე არაფერი უთქვამს. მისი თქმით, ისინი მოინახულებენ აგრეთვე ამჟამად დაპატიმრებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილსაც.

პრესკონფერენციაზე ჯოზეტ დურიემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ციხეებში რთული ვითარებაა, ვინაიდან ზოგიერთი ციხე XIX საუკუნეშია აშენებული, ნაწილი კი საბჭოთა წყობის დროს.

ახალი ამბები