კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

28 ოქტომბერი, 2004

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

თბილისი.26.10.04.მედია-ნიუსი. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველოში შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებმა იმატა.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის რევაზ მაისურაძის განცხადებით, თუ ეს პრესკონფერენცია მათთვის სასურველ შედეგს არ გამოიღებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იძულებულნი იქნებიან საპროტესტო აქციები მოაწყონ, რომ ასე მაინც მიიქციონ მთავრობის ყურადღება.

მათი თქმით, სახელმწიფო არ ზრუნავს ინვალიდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. რაც ამცირებს შესაძლებლობას რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

გაუქმდა პარლამენტში ინვალიდთა საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტი და ინვალიდთა საკითხებზე მომუშავე ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა სახელმწიფო დონეზე დაეცვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საკუთარი კანონიერი ინტერესები.

ხელისუფლებაში მკვიდრდება ტერმინი „ უნარშეზღუდული,“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მაგივრად, რაც ხელს უწყობს მათ მიმართ არაობიექტური დამოკიდებულების დამკვიდრებას.

საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ სახელმწიფო პროგრამაში ინვალიდები გაიგივებულები არიან პაციენტებთან და უმწეოებთან. აღნიშნულ პროგრამაში მითითებული არ არის ინვალიდთა თანაბარი სამოქალაქო უფლებები და ამ უფლებების რეალიზების მექანიზმები.

ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა ინვალიდებისთვის სპეციალურად მოწყობილი პანდუსები მოშალა და ქუჩებს ძველი სახე დაუბრუნა. ქალაქში არ არსებობს უსინათლოთათვის ადაპტირებული შუქნიშნები.  დღემდე შემოყვანილი ავტობუსები არ არის ადაპტირებული ინვალიდთა საჭიროებისათვის.

შემცირდა სმენადაქვეითებულ პირთათვის სასმენი აპარატის შესაძენად გამოყოფილი თანხები. საქრთველოში შემოაქვთ აქტიური ცხოვრებისათვის გამოუსადეგარი საინვალიდო ეტლები. ახალი საგადასახადო კოდექსით, სოციალური გადასახადი შემცირებულია 31 პროცენტიდან 21 პროცენტამდე, ხოლო ინვალიდთა ორგანიზაციებისათვის გაიზარდა 14 პროცენტიდან 20 პროცენტამდე. არ სრულდება კანონის მოთხოვნა სატელევიზიო გადაცემების სურდოთარგმანით უზრუნველყოფაზე (ყრუთათვის).

წელს ყველა პირველი კლასის მოსწავლეს უფასოდ დაურიგდა სახელმძღვანელოები, ინვალიდ ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყებაზეც კი უარი უთხრეს. მშენებარე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი საინვალიდო ეტლით სარგებლობისათვის განკუთვნილი პანდუსები, რის გამოც ინველიდებს არ შეუძლიათ წირვაზე დასწრება.

დღესდღეობით საქართველში შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათავის არ არსებობს პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას. ამის გამო კი კანონის შეუსრულებლობაზე პასუხი არავის მოეთხოვება.

ახალი ამბები